Thursday, July 6, 2017

ინტელის ტრენინგი მთავრდება

დასასრულს მიუახლოვდა მართლაც საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგი.დღეს ყველა პედაგოგი აკეთებს პრეზენტაციას და იღებს კომენტარებს და რჩევებს ტრენერისაგან და კოლეგებისაგან.მოვაწესრიგეთ პორთფოლიო.ჩემთვის ძალიან ბევრის მომცემი იყო ეს ტრენინგი,უამრავი ძველი გავიხსენე და კიდევ უფრო ბევრი ახალი შევისწავლე.მადლობა ტრენერს, შესაშური ენერგიის და ინტელექტის მქონე ქალბატონს- ლალი გიგაურს.

Tuesday, July 4, 2017

მე-7 დღის რეფლექსია

დრევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს და მივიღეთ ტრენერისაგან უკუკავშირი.ვისწავლეთ დრაივზე მოთავსებული პრეზენტაციის ბლოგზე გამოქვეყნება.მივიღეთ დავალებად შეფასების რუბრიკის  და პროექტის გეგმის შაბლონის დასრულება.

საავტორო უფლებების ქაოსი

Saturday, July 1, 2017

ტრენინგ მოდულის მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს როგორც ყოველთვის გადავხედეთ საშინაო დავალებას, მივიღეთ ტრენერისაგან უკუკავშირი. ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამაში სლაიდებზე დიაგრამების  და სურათების განთავსებაზე.მივიღეთ დავალებად მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე და შეფასების რუბრიკაზე მუშაობა.

Sunday, June 25, 2017

მე-5 ტრენინგ დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან შრომატევადი იყო.გადავხედეთ წინა ტრენინგდღის დავალებას და მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან.შემდეგ ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება,ბმულის გაკეთება. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე,კერძოდ შეფასების დროის ჩარჩოზე. მივიღეთ დავალება.

Sunday, June 18, 2017

მე-4 ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს გადავხედეთ წინა ტრენინგზე ჩამოყალიბებულ პროექტის მიზნებს და შესაბამის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. შემდეგ ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. განვიხილეთ უკუკავშირის მნიშვნელობა თითოეული ჩვენთაგანისთის. დავალებად გვაქვს ერთმანეთის ნამუშევარზე კომენტარის გაკეთება.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:
1) რა არის საჭირო სამყაროს შესაცვლელად?

თემატური კითხვა:
1)რატომ ქმნიან ადამიანები ხეისაწყო-იარაღებს?


შინაარსობრივი კითხვები:
1)რა არის ბერკეტის წონასწორობის აუცილებელი პირობა?
2)რომელი ტიპის ჭოჭონაქი გვაძლევს მოგებას?
3)რაში მდგომარეობს მექანიკის ოქროს წესი?

Sunday, June 11, 2017

მესამე დღის რეფლექსია

დღეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ პროექტის იდეა.გადავხედეთ საგნის ეროვნულ სტანდარტს.ჩამოვაყალიბეთ  პროექტის მიზნები  და შევუსაბამეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.

პროექტის მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ

  • წონასწორობის სახეების შესწავლის შემდეგ ბეჭდვითი და ელექტრონული საშუალებებით მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია მარტივი მექანიზმების შესახებ.
  • შეადარონ მათი გამოყენების ახლანდელი და უძველესი ხერხები
  • გამოთვალონ და შეაფასონ მათი გამოყენებით მიღებული სარგებელი
  • შეგროვილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გააკეთონ შესაბამის დასკვნა
  •  შექმნან პრეზენტაცია და  წარუდგინონ მიზნობრივ აუდიტორიას.

სტანდარტები

ფიზ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია სხეულთა წონასწორობის და მარტივი მექანიზმების მოქმედების პრინციპის დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
  • ცდების საშუალებით იკვლევს სხეულთა წონასწორობის სახეებს, ადარებს მათ ერთმანეთს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებ;
  • აღწერს მარტივ მექანიზმებს (უძრავი და მოძრავი ჭოჭონაქი, ბერკეტი) და მოიპოვებს ინფორმაციას მათი გამოყენების შესახებ ყოფა-ცხოვრებაში;
  • აფასებს მარტივი მექანიზმის მარგი ქმედების კოეფიციენტს;
  • ეძებს ბერკეტის ანალოგიას ორგანიზმებში და აღწერს მათ;
21-ე საუკუნის უნარები
  •  ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
  •       ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
  •       ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
    ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.

Sunday, June 4, 2017

პროექტის იდეა

ადამიანები უხსოვარი დროიდან წარმატებით იყენებდნენ მარტივ მექანიზმებს: ბერკეტს,ჭოჭონაქს,და დახრილ სიბეტყეს,რომლებიც მათ ძალიან მძიმე შრომას უადვილებდათ.ეს მექანიზმები დღესაც გამოიყენება ტექნიკასადა ყოფა-ცხოვრებაში,ხშირად ისინი სხვადასხვა მანქანა დანადგარის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.  მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას თუ როგორ იყენებდნენ მათ შორეულ წარსულში და როგორ შეიძლება მათი გამოყენება 21-ე საუკუნეში,შეადარებენ მათ ახლანდელ სახეს უძველესთან. შეაფასებენ მათი გამოყენებით მიღებულ სარგებელს და ამის საფუძველზე გამოიტანენ შესაბამის  დასკვნას.შექმნიან სლაიდშოუს და მოახდენენ საკითხის პრეზენტაციას.

Sunday, May 28, 2017

ინტელის ტრენინგები იწყება,

ინტელის ტრენინგებთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი და მზაობა გვაქვს,რადგან თანამედროვე მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დიდი ტექნოლოგიური ბარიერი არ იყოს,პროექტებით სწავლება ტექნოლოგიების გამოყენებით ძალზე საჭირო და ეფექტურია, ამიტომ, ვფიქრობთ, ინტელის ტრენინგები მოგვამზადებს შესაბამისად.